გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: სწორედ „ქართულმა ოცნებამ" შემოიღო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მრავალეტაპიანი პროცედურა

29-06-2021

„ქართული ოცნების" გუნდმა 2019 წელს შევცვალეთ კანონი რის შედეგადაც შემოვიღეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის მრავალ ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცედურა უპრეცედენტო გამჭვირვალობით, დაწყებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, გაგრძელებული საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა საპასუხოდ რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული პოლიტიკური დებატებისას.

მან კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და ის რეფორმა ამ მიმართულებით, რაც ქართულმა ოცნებამ გაატარა. მისივე თქმით, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდებოდა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ყველასთვის გაუგებარია, ვინაიდან არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა.

„უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა რა კრიტერიუმზე დაყრდნობით ხდებოდა და რატომ იღებდა ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, არავისთვის არ არის ნაცნობი. აბსოლუტურად გაუგებარ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არ არსებობდა კრიტერიუმები, არ არსებობდა პროცედურა, არ არსებობდა გამჭვირვალობა.

დღევანდელი მოდელი და მიდგომა კი არის უპრეცედენტო თავისი მნიშვნელობით, ვინაიდან ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენელთა ჩართულობასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, არასამთავრო ორგანიზაციების ჩართულობას, რაც გამოიხატება შეკითხვების დასმაში კონკრეტული კანდიდატებისთვის.

ამიტომ კოლეგებო, როდესაც თქვენ უარს იტყვით და თუ ამას აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, თქვენ ამითი კიდევ ერთხელ აუფასურებთ ყველა იმ რეფორმას, და ყველა იმ მნიშვნელოვან წარმატებას, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ ფაქტებით, არამედ აღიარებულია და პოზიტიურად შეფასებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.