გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგარეო უწყება: გლობალური კოალიციის მინისტერიალზე შეხვედრისას აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობა

29-06-2021

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა, რა დროსაც განხილული იქნა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის. აღინიშნა ქართული მხარის ჩართულობით პროცესის შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობა და მზაობა პარტნიორებთან ერთობლივი ქმედებებით უზრუნველყოფილი იქნას მდგრადი სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს უსაფრთხოების გარემოს და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის საკითხს და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგები, მუდმივად დგას და პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ამ კონტექსტში მხარეებმა ისაუბრეს ნატოს სამიტზე, აშშ- ევროკავშირის სამიტსა და ჟენევაში გამართულ ამერიკა-რუსეთის სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი იდგა განხილვის დღის წესრიგში და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები აისახა შესაბამის დოკუმენტებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მაღალი დონის შეხვედრების განხორციელების საკითხზე.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ყველა მხარის მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მაღალი დონის შეხვედრების განხორციელებაზე.