გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახურების ინსტიტუციური განვითარების საკითხები განიხილეს

29-06-2021

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ძირითადი გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებმა საქმიანობის მოკლე მომიხილვა თემატურ პრეზენტაციებად წარადგინეს.

ღონისძიებაზე მოისმინეს გაეროს განვითარების პროგრამის VET პროექტის რეგიონალური საექსტენციო მხარდაჭერის აქტივობების, მათ შორის მცირე საგრანტო კომპონენტის ეტაპობრივი შედეგები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FA0-ს პრეზენტაცია ექსტენციის სტრატეგიის განახლების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის, მეორე ფაზის მხარდაჭერით, ასევე შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება.