გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლერი ბარნაბიშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატს გურიის ახალი გუბერნატორი წარუდგინა

29-06-2021

გურიის მხარის ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა.

"გიორგი ურუშაძე არის ადგილობრივი კადრი, გურული, კერძოდ, ოზურგეთიდან. მისი ოჯახი ცხოვრობს დღესაც ოზურგეთში, ამდენად გიორგი ურუშაძემ საკმაოდ კარგად იცის მხარის პრობლემატიკა, და ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებს გურულებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება კარგი სახელმწიფო რფწმუნებული და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს გურიისთვის და გურულებისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ რწმუნებულს გიორგი სახოკიას და წარმატებები ვუსურვო მასაც ახალ საქმიანობაში",- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა გურიის რეგიონში, ვინაიდან გახლავართ წარმოშობით გურიიდან, აქ დაბადებული და გაზრდილი. ვაპირებ, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნო იმ პრობლემატიკასა და გამოწვევებს, რომლებიც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და შევძლო ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაწევა",- გიორგი ურუშაძემ.

გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე - სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.