გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: კახეთის რეგიონში რეგისტრაცია 20.000-მდე მევენახე ფერმერმა გაიარა

1-07-2021

ვენახების კადასტრის პროგრამა მიმდინარე წელს დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მომდევნო წლებში კი, საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს - ამის სესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.

„საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, წარმოებული ღვინის და სხვა ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობასა და ხარისხის უზრუნველყოფას.

ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. დღეის მონაცემებით, რეგისტრაცია კახეთის რეგიონში 20.000-მდე მევენახე ფერმერმა გაიარა“ - განაცხადა მინისტრმა.