გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს

1-07-2021

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. სხდომაზე აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში

აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე არხების, წყალგამტარების და წყალსადენი სისტემების მოწყობა - განახლებისთვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

გაგრძელდება განათლების ხელშეწყობა. ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 200 000 ლარამდე დაიხარჯება. ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა 2 სკოლის მშენებლობა და დამატებით 2 ახალი სკოლა აშენდება (კალოთასა და ვაშლოვანში) რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები. მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა კურორტ გოდერძის გაზიფიცირება. გაზსადენი ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს მოიცავს, საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძი"-ს მონაკვეთები.

აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების კეთილმოწყობა და წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 253 190 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 21 კმ-მდე გზაზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და სხვადასხვა მიმართულებებით ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ტურისტული და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის ფარგლებში, განხორციელდება ხიხანის ციხის ასასვლელი ბილიკის მშენებლობა. მიმდინარეობს ხიხანის ციხის ზონაში ტურისტულ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის საჭირო განაშენიანების გეგმის დოკუმენტზე მუშაობა; გოდერძის განაშენიანების გეგმაზე, ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილის სივრცის გენერალური გეგმის დოკუმენტზე და დაბა ხულოს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა. დასრულდა „მწვანე ტბის" რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი და სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. პროექტი ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

აშენდება ორი ახალი სკოლა, რისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ასევე ორ სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება კალოთის სკოლის და ქვემო ვაშლოვანის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.

2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი კი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარია.