გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილ ბიზნესს შეხვდა

9-07-2021

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის თითქმის ყველა დარგის 27 მსხვილი კომპანიისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მსხვილ დამსაქმებლებთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაქვინაცია იმ ობიექტებზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. გვქონდა სამუშაო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, სადაც დახურულ სივრცეებში მუშაობს ათეულობით და ასეულობით ადამიანი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როცა ასეთი მსხვილი საწარმოები, მსხვილი დაწესებულებები შეიძლება იქცნენ მომეტებული რისკის ობიექტებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბიზნესთან, კომპანიების დამფუძნებლებთან, მენეჯმენტთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაცია წესად და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

თამარ გაბუნიას შეფასებით, ბიზნესგარემოს ყველა თანამშრომლის ჩართულობა ვაქცინაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში არის ვაქცინების, მათ შორის „სინოვაკისა" და „სინოფარმის" საკმარისი მარაგები, კიდევ ველოდებით „ფაიზერისა" და „ასტრაზენეკას" ვაქცინებს, არჩევანი არის ფართო და მთავარია, დროულად მოხდეს ყველა მოქალაქის ვაქცინაცია, რომელიც თავის სამუშაო ადგილზე გააგრძელებს შეუწყვეტელ საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, არ დაზარალდეს ეკონომიკის სექტორები და მათ პანდემიის შემდგომმა ტალღამ არ მიაყენოს ზიანი" - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ბიზნესასოციაცია, საბანკო ასოციაცია, „ჯორჯიან მანგანეზი," „ჰაიდელბერგცემენტი," „აჭარა ტექსტილი," „ბორჯომი," „თელასი," ბაზარზე მოქმედი ყველა მსხვილი ბანკისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.