გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი დაკავშირებულია რეფორმასთან, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭირა

9-07-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტი კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ცესკო-ს დაკომპლექტების საკითხით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე დაინტერესდა. „მოვუწოდებ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატურის წარდგენა. ჩვენ ვიცით, ვინ არის ეს ორი ადამიანი. ეს იქნება ის, რაც გამოიწვევს პროცესების კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურამდე აწევას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - ეს ერთი, და მეორეც - 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე, ეს პროცესი დაკავშირებულია რეფორმასთან, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭირა. ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და მერე გამოთქვით , თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.