გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ციხისძირში ახალი დასასვენებელი სივრცე იხსნება

10-07-2021

ციხისძირში მდებარე ყოფილი დასასვენებელი სახლის - შუქურას სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა.

შუქურას სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად გაიხსნება სასტუმრო და დასასვენებელი სივრცე. პროექტში 100 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია, კიდევ 100 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.

ციხისძირის პროექტის პარალელურად, აჭარა ჯგუფი, ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე - Rooms Batumi მუშაობს, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. შედეგად, დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.