გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე: ეჭვების დონეზე არ შეიძლება დასკვნები გააკეთო და არ შეიძლება ასეთი მძიმე ფაქტი გამოიყენო პოლიტიკური სპეკულაციისთვის

12-07-2021

ძალიან ცუდია ასეთი ფაქტი რომ მოხდა, მით უმეტეს მსხვერპლი გარეშე რომ არ დასრულდა, - ასე შეაფასა დიმიტრი ხუნდაძემ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმას. „იმედის კვირის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უპირატესი არის ხელისუფლების, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვერ დარჩება ეს პროცესი, რამეთუ აქ იყო ორგანიზატორების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვნახეთ ძალადობრივი მოწოდებები იქ, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა, რაც ჩემში დღესაც იწვევს გაკვირვებას. ვის სჭირდებოდა ეს? “, - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე ნაადრევი განცხადებების გაკეთება არასასურველია.

„ეჭვების დონეზე არ შეიძლება დასკვნები გააკეთო და არ შეიძლება ასეთი მძიმე ფაქტი გამოიყენო პოლიტიკური სპეკულაციისთვის და ქვეყანა არყიო, იმისთვის რომ ამ რყევაში საკუთარი პოლიტიკური სარგებელი მიიღო. დაველოდოთ დასკვნებს, ნუ ვასწრებთ ყოველთვის მოვლენებს. “, - განაცხადა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.