გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თეა წულუკიანი: ამ ადამიანის უბედურებას პოლიტიკური ძალები იყენებენ; დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით

12-07-2021

პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ის ერთადერთი ადამიანის გამო იკავებს დღეს თავს, რომ ისაუბროს ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად და ეს ადამიანი ის დედაა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს.

„მე ერთადერთი ადამიანის გამო ვიკავებ დღეს თავს, რომ ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად - ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს. აი იმ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რაკი ასე აღელვებული ხართ, თქვენ არ იცით რა მოხდა? მაშინ დაველოდოთ ექსპერტიზას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.