გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება - სტაბილური გარემო განვითარებისთვის

12-07-2021

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"ასე რომ, ეს არის მთავარი ამოცანა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების, რომ სიტუაცია იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია, და თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს რეალიზებული. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ფაქტებზე, ვსაუბრობთ ემოციებზე, ვსაუბრობთ პროტესტზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება - სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე მათ ზრუნვა შეძლონ და ეს პასუხისმგებლობა აქვს პირდაპირ მთავრობას. საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ და მართვადი“- განაცხადა დავითაშვილმა.