გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

12-07-2021

პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილა დადგენილების პროექტი „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ" და კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ფაქტობრივი საქმიანობა დაიწყო მიმდინარე წლის 13 მაისიდან, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით ეს კომისია 17 თებერვალს იქნა შექმნილი. კომისიამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 40-მდე პირი იქნა დაბარებული ახსნა-განმარტებებისათვის. მათგან მიღებული ინფორმაცია ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო საბოლოო ჯამში საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის", - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო კომისია ახორციელებს დასკვნის და დადგენილების პროექტზე მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარლამენტს უკვე სრულფასოვანი სურათი წარედგინოს და ასევე შემუშავდეს დადგენილება, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებზე და კონკრეტულ საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა უწყებიდან დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ გადათვლის პროცესის და გასაუბრებების შედეგად საკმაოდ დიდი მოცულობის მასალა დაგროვდა, რომელიც საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს, კომისიის მანდატი კი მიმდინარე კვირაში, 17 ივლისს იწურება, შეუძლებელია ამ პერიოდში მოხდეს მასალის სრულფასოვნად დამუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა. შესაბამისად, კომისია ითხოვს ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია სავარაუდოდ უკვე ამ თვის ბოლოსთვის მოამზადებს როგორც დასკვნას, ასევე დადგენილების პროექტს, რომლებიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.