გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

14-07-2021

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია დამატებით განხორციელდა.

ამჟამად ვაქცინირებულია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის 17%-ია ვაქცინირებული.

სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მიმდინარეობს.