გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ე.წ. მედია მენეჯერებმა, რომლებიც რეალურად პარტიული ლიდერები არიან, კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ამორალური სახე

15-07-2021

„ეგრეთ წოდებულმა მედია მენეჯერებმა, რომლებიც რეალურად პარტიული ლიდერები არიან, კიდევ ერთხელ აჩვენეს, საკუთარი ამორალური სახე. ჩვენ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, ჭუტა, ნოდარი, გვარამია და ა.შ., რომლებიც ამ შემთხევაში ვნახეთ რას აკეთებენ - საკუთარი, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე ცდილობენ არეულობის სცენარის მოწყობას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას, შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური.

„ეს არის ამორალური სახე და ქმედება, როდესაც შენ ცდილობ, საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის, სიკვდილზე დაიწერო პოლიტიკური ქულები და შექმნა რაღაც არეულობის იმიტაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნოდარ მელაძემ დილითვე იცოდა რაშიც იყო საქმე, რომ ცემის ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას. ამის მიუხედავად მან გადაწყვიტა კამპანიის აგორება. შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.