გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: 5 ივლისის ძალადობის ფაქტსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის კავშირი არ არსებობს

15-07-2021

როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტია მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი, 15- ს ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები 5 ივლისის ძალადობის ფაქტსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის კავშირი არ არსებობს. საბოლოო ჯამში ამაზე უტყუარ დასკვნას სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტია მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი, 15 ჟურნალისტს დამატებით ქონდა ზედაპირული დაზიანებები.

მისივე თქმით, იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი სტანდარტი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს არა 99.9%, არამედ 100%-იანი სტანდარტით.

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ამ განცხადების გაკეთება იმ ინფორმაციიდან, რომელიც ყველას გვაქვს. რაც შეეხება ძალადობას 5 ივლისს, ჩვენ დავგმეთ არაერთგზის, კიდევ ერთხელ ვგომბთ და და არა მხოლოდ. მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გულისხმობს იმას რომ, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ეს არის მთავრობის, სახელმწიფოს და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ძალადობის ფაქტები იყო, 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, 2 პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, 15 ჟურნალისტს დამატებით ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები და ა.შ. სხვებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა. ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ეს არის ძალიან მძიმე. ასეთი რამ საქართველოში არასდროს არ მომხდარა და ამას სჭირდება განსაკუთრებული ჩაღრმავება და შესწავლა, მაგრამ ერთ რამეშია აქ საქმე. როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტია მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი. ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლება მასობრივად ძალადობდა ჟურნალისტებზე, მაგრამ ასეთი რამ რომ ხალხი, შეკრების მონაწილეები დაპირისპირებოდნენ ძალადობით ჟურნალისტებს, არ მომხდარა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იყო თუ არა ძალადობა წინასწარ განზრახული და დაგეგმილი, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. „რაც შეეხება ორგანიზებულ სქემას, თუ ასეთი არსებობს, ამის შესწავლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კონკრეტული ფაქტის შესახებ მონაცემების ამოღება, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ მარშრუტს. ამ კონკრეტული საქმის შესწავლისას, მარტივად იქნა ამოღებული კამერის ჩანაწერები, ამის საფუძველზე დადგინდა მარშრუტი, შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა და ამის საფუძველზე უკვე საკმარისი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რაც შეეხება ორგანიზებული თუ იყო რაიმე დანაშაული, ორგანიზებული თუ იყო ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს, ამას მეტი ჩაღრმავება სჭირდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამას სჭირდება ბევრად მეტი დრო, ვიდრე კონკრეტული მარშრუტის შესწავლას და კონკრეტულ ექსპერტიზას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩატარდა რამდენიმე დღის განმავლობაში. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, გუშინწინდელი მდგომარეობით, 105 ადამიანი იყო უკვე დაკავებული ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად, რამდენიმე დღეში პოლიციამ აქაც ინტენსიურად იმუშავა და მოახერხა 105 შემთხვევაში სამართალდარღვევის გამოვლენა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.