გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება

15-07-2021

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვირას, 18 ივლისს, 12 საათზე დაიწყება. რიგგარეშე სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აირჩევენ და შესაბამის დადგენილების პროექტს კენჭს უყრიან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე, პლენარული სხდომების გაცდენებიდან გამომდინარე, პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

„ეს საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და ეს თემა იქნება რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი საკითხი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.