გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება

16-07-2021

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა აიცრა.

თერმოსკრინინგისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს ექიმი გაესაუბრა. ვაქცინაციის შემდეგ კი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაყოვნების სივრცეში გადაადგილდნენ, სადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ვაქცინირებულ სამხედრო მოსამსახურეებს აცრის დამადასტურებელი კოვიდ ბარათი გადაეცათ.

საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები იქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად.