გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

16-07-2021

სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 464 ლარს შეადგენს. ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი სოფელში გასულ წელს დასრულდა.

„ქვემო ბოლნისში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 700 გრძივ მეტრზე სანიაღრეები კეთდება, ხოლო 1500 გრძივ მეტრზე ბეტონი იგება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა პრიორიტეტულია და ამ მხრივ, ჩვენ, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.