გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გენადი არველაძესა და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

16-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინიტრის მოადგილეს ლარისა პეტასიუკსა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს მარიანა ოლესკივს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაული.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უკრაინა ტრადიციულად წამყვან პოზიციაზეა საქართველოს ტოპ 10 სტრატეგიულ მიმართულებას შორის - 2019 წელს ის მეექვსე იყო იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ასევე ითქვა, რომ 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში - 37,763 ვიზიტორი ესტუმრა.

უწყების ცნობითვე, ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის სამუშაო ქვეჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც სამთავრობო დონეზე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მხარეთა დაახლოებას და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.