გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

17-07-2021

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით და ა.შ. იგივე გამჭვირვალობა ვახსენე, კორუფციასთან ბრძოლა, მედია თავისუფლების კუთხით, ყველა მიმართულებით, სასამართლოსთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე პოზიციები. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობა მოვუწოდო, თხოვნით მივმართო, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი მშობლების, შვილების და ახლობლების ჯანმრთელობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა