გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამორალური მოძალადეები ჟურნალისტებს ცემას დაუწყებდნენ

17-07-2021

წარმოუდგენელია, რომ პოლიციამ შეგნებულად დაუშვა ის, რომ 6 ჟურნალისტი ძალიან მძიმედ დაშავებულიყო, 15 თუ მეტი დაზიანებულიყო და 50-მდე ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალათ, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 200 პოლიციელი გამოიყვანა ქუჩაში და ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 10:30 საათზე ამორალური მოძალადეები ჟურნალისტებს ცემას დაუწყებდნენ. ამას ვერ წარმოიდგენდა ვერც ჟურნალისტი და ვერც პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვისაც ეს ევალებოდა, ემზადებოდა 17:00 საათისთვის, ძალიან რთული მომენტისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დაპირისპირებული მხარეები 5 ივლისს პოზიციების დათმობას არ აპირებდნენ. „ჩემთვის ორივე ბნელი მხარეა...ერთი ბნელი მხარე აპირებდა დაპირისპირებას, ხოლო მეორე თავისი უფლების რეალიზებას, თუნდაც ქვეყნის დამხობის ხარჯზე. მაინცდამაინც რუსთაველზე უნდა ჩავიარო და რაც არ უნდა საკრალური იყოს ქართველი კაცისთვის თუ ქალისთვის ეს რუსთაველის გამზირი, მე ამ პრაიდის ე.წ. მარშით უნდა ჩავიარო... მაინცდამაინც ამ დროს, მაინცდამაინც რუსთაველზე. ესაა ორი ბნელი მხარე რომელიც ასაზრდოებს ერთმანეთს და პრობლემას უქმნის ქვეყნის განვითარებას. ერთი ბნელი მხარე ჟურნალისტს სცემს და არა იმას, ვისზეც ასეთი ცუდი წარმოდგენა აქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ორივე მხარეზე სახელმწიფოს მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს. „პირველი - მომავალში ძალადობა იმდენად მკაცრად დაისაჯოს, რომ ვერავინ გაბედოს. ჟურნალისტზე არ მაქვს საუბარი, რომელსაც ომშიც კი ერიდებიან. ხოლო მეორე მხარეს ადამიანის უფლება იმგვარად იყოს დაცული, რომ რომელი ორიენტაციის თუ წარმოდგენის, თუნდაც ორკაციანი უმცირესობის წარმომადგენელი არ დაზარალდეს და „მარშის“ ჩატარება არ მოუვიდეს აზრად“, - განაცხადა მდინარაძემ.