გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს

19-07-2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის ინდუსტრიაში 2020 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და პოსტ კოვიდურ პერიოდში დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მოისმინა.

„პირველი ამოცანაა მოკლე ვადაში, სწრაფად დავბრუნდეთ ტურიზმში 2019 წლის ნიშნულზე და გრძელვადიანი სტრატეგია კი არის სექტორის მდგრადი განვითარება. მოკლე ვადაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გავაძლიეროთ ის დამსახურებული პოზიციონირება ჩვენი ქვეყნისა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოებას და სტუმართმასპინძლობას. ასევე გვაქვს ტურიზმის განვითარების 2025 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ადაპტირებაც ხდება კოვიდ რეალობასთან და სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში მზად ვიქნებით წარვუდგინოთ საზოგადოებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საკითხზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტში, პროცესში ჩართულია კერძო სექტორი, აღმასრულებელი ხელისუფლება და დონორი ორგანიზაციები. ახალი კანონი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტურიზმის ბიზნესს და ამ სექტორს საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს.

„გრძელვადიან ინდიკატორებზე როცა ვსაუბრობთ, იმ დინამიკის შენარჩუნებით, რომელიც ტურიზმის და ავიაციის აღდგენაში ჩვენ დღეს გვიჭირავს, შესაძლებელია, რომ გავიდეთ შემდეგ ნიშნულებზე, რომ თუ 2019 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მივიღეთ 3,3 მლრდ დოლარი შემოსავალი, 2025 წელს უნდა მივიღოთ 4,2 მლრდ დოლარი, ხოლო 2030 წელს - 6,5 მლრდ დოლარი", - განაცხადა მომხსენებელმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან ის ძალისხმევა, რაც ტურიზმის აღორძინებისკენ არის მიმართული.

„ტურიზმი განსაკუთრებით დაზიანდა კოვიდ პანდემიისგან და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ყურადღება, რაც სახელმწიფოსგან ამ სექტორს ექცევა და მისი სწრაფად აღდგენისთვის კეთდება. თავის მხრივ, ამ პროცესში კომიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. ტურიზმის აღდგენა პანდემიის პერიოდში დიდ გამოწვევად რჩება და ყველა მონაწილე მხარის ერთად დგომა ამ მხრივ მნიშვნელოვანია", - დავით სონღულაშვილმა.