ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

TOP.GE
დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინების რჩევა-რჩევაში შესაძლოა მძიმე გართულებას თავი ვერ ავარიდოთ

20-07-2021

ვაქცინების რჩევა-რჩევაში შესაძლოა მძიმე გართულებას თავი ვერ ავარიდოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა. ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.

ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

,,ფაიზერის" მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება.

ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს" - აცხადებს დეპუტატი.