გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ბერაია: დიდი და ფასდაუდებელია ის დახმარება, რასაც შეერთებული შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გვიწევს

21-07-2021

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოსმენა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა ამერიკელი ოფიცრებისგან წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე ინფორმაცია მოისმინეს და დისკუსია გამართეს. დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხების მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაფასა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს მჭიდროდ თანამშრომლობა აკავშირებს. მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაფართოება ტოტალური თავდაცვის საკითხებზე. სწორედ ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანეს ელემენტზე - წინააღმდეგობის გაწევის თემებზე ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც ამერიკელი ოფიცრებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო დისკუსია გავმართეთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი და ფასდაუდებელია ის დახმარება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უწევს საქართველოს და ჩვენ, ამერიკელი ხალხის მიმართ, რომლის მტკიცე ნებასაც ეს მხარდაჭერა ეფუძნება, განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.