გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

21-07-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უკრაინის სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს ვლადისლავა მაგალეცკაიას შეხვდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ინფორმაციების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების უფრო გააქტიურებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დელაგაციის წევრებს, რომლებიც უკრაინის ბიზნეს-ასოციაციებს წარმოადგენდნენ, საქართველოში არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს თანამედროვე , ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ქვეყნებსშორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს.