გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო

22-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.

ფერმერებთან შეხვედრისას გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ღონისძიებები მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით, დროულად ჩატარდეს და ფერმერებმა, ისევე როგორც წინა წლებში, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მიიღონ.

„გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით, აზიური ფაროსანას გამრავლება-გავრცელება კონტროლქვეშ მოგვექცია. წელს, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული მავნებლის რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერმერებმა გაითვალისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციები, დაიწყეს ხარისხიანი და მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

დასავლეთ საქართველოში, სიმინდის საყანე ფართობების დამუშავება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს. მავნებლის რაოდენობის იდენტიფიცირების მიზნით, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მუშაობს მონიტორინგის სისტემა, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები.

დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 16000-მდე ჰექტარი ფართობი.