გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნუნუ მიცკევიჩი კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელებული აბიტურიენტებისთვის სპეციალურად დანიშნული საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო

22-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამოვერ შეძლეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება, დამატებითი საგამოცდო სესიები ქართული ენა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და ისტორიაშიგანისაზღვრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაშისპეციალურად დანიშნულ საგამოცდო სესიის მიმდინარეობას გაეცნო, რომელშიც 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ თითოეულ აბიტურიენტს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა, არ დარჩნენ გამოცდების მიღმა, არ გაუცდეთ სასწავლო წელი, რათა თანატოლებთან ერთადწარმატებული სტუდენტები გახდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები 27 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გამოცდებს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო 27-30 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები ჩააბარებენ.