გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახელმწიფო დეპარტამენტი: მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა

22-07-2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, თუმცა მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს.

„ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ზოგიერთმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რადგან პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. საერთო ჯამში, პოლიციამ შეასრულა წესრიგის დაცვის ვალდებულება დაუგეგმავი საპროტესტო აქციების დროსაც კი“, - აღნიშნულია ანგარიშში.