გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, ცდილობდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე შეხებას “- ხაშურის მერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

6-04-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.  40 წლამდე ქალი ამბობს, რომ გიორგი გურასპაშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.  სავარაუდო მსხვერპლი აცხადებს, რომ შემთხვევა 2018 წლის 26 თებერვალს  ხაშურის ერთ-ერთი რესტორნიდან წამოსვლის დროს მოხდა.  სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი დეტალებს განცხადებაში წერს, რომელიც უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს  კახა კალაძეს. 

„ვახშმის დასრულების შემდეგ გურასპაშვილმა  საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა.  წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს.  ხოლო მე მანქანის უკანა სალონში მჯდომი, მერის გვერდით აღმოვჩნდი, სადაც მან ჩემ გარდა, შემოიპატიჟა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი თამაზ ლაცაბიძე და ტელეოპერატორი დავით ღოღობერიძე.  მანქანაში ხელოვნურად შექმნილი სივიწროვით ისარგებლა მთვრალმა გურასპაშვილმა და მოულოდნელად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ მთელი გზა  რესტორან „დიაოხიდან“ ხაშურამდე ახორციელებდა ჩემს შევიწროებას არაესთეტიკური ქმედებებით. ცდილობდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე შეხებას.  ჩემს შენიშვნაზე, გაჩერდი თორე გლეწავ,  ცინიკურად მპასუხობდა, შენ აქ, ამ სიტუაციაში ამას ვერ იზამო.

 ადვილი წარმოსადგენია ის უხერხული და შეურაცხმყოფელი მდგომარეობა,  რაც შემექმნა. ჯერ კიდევ გზაში, ბატონი მერი  მასთან კაბინეტში ასვლას მთავაზობდა. ხაშურში სასწრაფოდ ნაცნობ მკერავს მივაშურე და  და ცოტა ხნით შევყოვნდი.  როდესაც შინისკენ გავემართე, ტელეფონში უცხო ზარი დავაფიქსირე,  გურასპაშილი აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ  კაბინეტში იმყოფებოდა და ჩემს მასთან ასვლას ელოდა.   იგი სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მესენჯერიდანაც შემეხმიანა, რაზეც არ ვუპასუხე"-ნათქვამია სავარაუდო მსხვერპლის განცხადებაში.

 

თავად გიორგი გურასპაშვილი ჟურნალისტის  ზარებს არ პასუხობს.

უფრო ვრცლად სანახავად გადადით ვებგვერდზე http://trialeti.ge/?menuid=2&lang=1&id=11230