გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ნადარეიშვილი: საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება

23-07-2021

დღეიდან რუსთავის „აზოტი" იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეძლებენ კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას. აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით. ვაქცინაციის პირველ დღეს „აზოტის" 100-მდე თანამშრომელი აიცრა, დანარჩენები მომდევნო დღეებში აიცრებიან. რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა „რუსთავში" მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება.

„სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან, რომელთა თანამშრომლებისთვისაც ხდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვაქცინაციის თვალსაზრისით".

მინისტრის მოადგილის თქმით, მისასალმებელია საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების მხრიდან გამოჩენილი მზაობა, ჩართონ ვაქცინაციის პროცესში. „ამით ამ საწარმოთა თითოეული თანამშრომელი გამოხატავს სწორ სამოქალაქო პოზიციას, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების თანამშრომელთა დროული ვაქცინაცია, რომელთაც ერთიან სივრცეში უწევთ პროფესიული საქმიანობის წარმართვა და ამდენად, ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დიდია. მოხარული ვართ, რომ რუსთავის „აზოტის" თანამშრომელთა მხრიდან დიდი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მათ სხვა საწარმოთა თანამშრომლებიც შეუერთდებიან," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„პროცესი გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ დამსაქმებელთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რუსთავის „აზოტი" ქვემო ქართლში მდებარე მეორე საწარმო „ქართლი ტექსტილის" შემდეგ, რომელთა თანამშრომლებიც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია ჩატარდება არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულები ორგანიზებულად შეძლებენ აცრას.