გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დებულებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

26-07-2021

პარლამენტის დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

კომიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა. ღია მმართველობის საბჭომ გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის არის ადამიანის უფლებაა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან მიმართებაში ცალკეული საკითხების დაზუსტება და დახვეწა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით.

„საუბარია სამუშაო ჯგუფის ფორმატზე, რომლის მეშვეობითაც იქნება განხილული როგორც მიმდინარე და წლიური ანგარიში, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა", -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

დღესვე კომიტეტმა იმსჯელა „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე" თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს წარუდგინოს ინფორმაცია წლის განმავლობაში შესრულებული მოქმედებების შესახებ, ხოლო პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია პროცედურები, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა.

„ცალკეული დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში არსებობს უზუსტობები, რაც საჭიროებს თემატურად კარგად შესწავლას", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორ დაიხვეწოს ეს პროცესი.