გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: მრავალი მცდელობის მიუხედავად ხატია დეკანოიძისგან ვერ მივიღე პასუხი, გმობს თუ არა გვარამიას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას

26-07-2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად ნაცმოძრაობის წევრისგან ხატია დეკანოიძისგან ვერ მიღო პასუხი, გმობდა თუ არა ის გვარამიას მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას.

„მე ქალბატონ ხატიას გავეცი პასუხი ქალბატონ თეასთან დაკავშირებით, მას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მათი ტელევიზიის ლიდერის გვარამიას გინებაზე პირდაპირ ეთერში. გუშინ საბჭოთა უნიფორმაში რომ გამოაწყო ჩვენი თანაგუნდელები, ლიდერები, ნამგალი და ურო რომ ახატია კადრებს, ამას გმობს თუ არა. ეს არის თუ არა მძიმე შეურაცხოფა, მაინტერესებს თუ მისთვის არ არის მძიმე შეურაცხოფა ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მიდასტურებთ ასევე რიტორიკულად, ქალბატონო ხატია, რომ ეს არის მძიმე შეურაცხოფა რა თქმა უნდა მიდასტურებთ, უკვე არა რიტორიკული კითხვაა. თუ თავს იკავებთ ესეც პასუხია, მივიღებ. არა დაიწყოთ საუბარი, მონოლოგზე არ ვსაუბრობთ აქ. მარტივად როგორც მე გიპასუხეთ, გთხოვთ ისე მიპასუხოთ. არის თუ არა ეს დასაგმობი საქციელი? გმობთ თუ არა ამ საქციელს, თუ არ დაგმობთ ერთ საათიანი მონოლოგის მოსმენას არ ვაპირებ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.