გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის", მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

26-07-2021

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა.

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ.

„ლიბერთის" მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ" უკვე მეორედ გამართა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის" გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.