გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი მაღალი სადამკვირვებლო მისიის ფორმატში გაშუქებული

26-07-2021

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რაზეც მანიპულირებდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები, იყო ერთ-ერთი მაღალი სადამკვირვებლო მისიის ფორმატში გაშუქებული",-ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ" დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„120 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იყო რეგისტრირებული ცესკოს მიერ, 12 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ იყო დარეგისტრირებული, 47 ათასამდე დამკვირვებლით აკვირდებოდა ამ არჩევნებს.
რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, 48 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იქნა დარეგისტრირებული 910 წარმომადგენლით. ამ არჩევნებს აშუქებდა ცესკოს მიერ აკრედიტირებული 118 მედია საშუალება, რომელიც 6 ათასზე მეტი წარმომადგენლით იყო წარმოდგენილი არჩევნების პროცესში",-განაცხადა გივი მიქანაძემ.