გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შედის

26-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.

„ტექნიკური დახმარებისსახელმწიფო პროგრამას“ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებასგულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეადგენს 80% -ს და არაუმეტეს15,000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების 70% -ს და არაუმეტეს750 ლარს.