გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გივი მიქანაძე: ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

26-07-2021

გასული წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

„გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები შევადარეთ იმ შედეგებს, რაც ცესკოს მიერ ატვირთული იყო საბოლოო შემაჯამებელი ოქმების სახით და მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რაც კომისიამ დაადგინა. განსხვავებები იყო იმდენად მიზერული, რომ არანაირი გავლენა არ შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე",-ამის შესახებ გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„გასული ორ თვე ნახევრის განმავლობაში საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარდა 16 სამუშაო შეხვედრა. კომისიამ სხვადასხვა უწყებებს მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები. თავიდანვე განისაზღვრა კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა განხორციელებული ყო საგამოძიებო კომისიის საქმიანობა.

ამ კუთხით, საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალური აქცენტი გააკეთა ყველაზე პრობლემურ უბნებზე. ანუ უბნებზე, სადაც დაფიქსირდა ყველაზე დიდი დისბალანსი ნაკლებობით და მეტობით. ყველა ის პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყველა უბნის შერჩევა, სადაც განხორციელდა გადათვლის პროცესი, მოხდა საჯაროდ, მედიის და საზოგადოების თანდასწრებით",-განაცხადა გივი მიქანაძემ.