გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიცია ამერიკის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს, ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე?

29-07-2021

„დასავლეთს მკაცრი განცხადებები აქვს დღეს "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების გამო. მაგრამ, ოპოზიცია ამერიკის ელჩ კელი დეგნანს მაინც აკრიტიკებს. აქაც ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე? წერს სოციალურ ქსელი ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ არჩევანს აკეთებს არა დასავლეთი ან რუსეთი, არამედ ქართველი ერი. ამ მოცემულობაში საჭიროა რეალობის შეგრძნება და იმის კარგად განსაზღვრა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, რა უნდა ელექტორატს.

,,წლებია ვამბობ, რომ ქართულ ოპოზიციას არ აქვს უნარი იცოდეს რა უნდა ქართველ ამომრჩეველს. ამიტომაც არის, რომ ერთად და ცალ-ცალკე ისინი ყველა არჩევნებს აგებენ. ვერ კრებენ ხალხს ქუჩებში, თუმცა არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს ხალხის დიდი მასის შეკრება, თუკი შენ საუკეთესო ხარ პოლიტიკურ სპექტრში და ამომრჩევლის მხარდაჭერა გაქვს დასავლეთის და რუსეთის იმედად ყოფნაც არ გამოსდით "ფანჩატურ-გამოვლილებს". საბოლოო ჯამში ხომ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ და არა დასავლეთი ან რუსეთი .ბოლო 24 საათი უპრეცედენტო სიხშირით გვესმის ფრაზები "ჩვენი დასავლელი პარტნიორები", "სანქციებს დაგვიწესებენ", "ოცნებას" დასჯიან". ყველას, თვით "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ფრაზების სროლაში ასწრებს "ლელო", რომელიც სინამდვილეში "ჩინურ" "ნაციონალურ მოძრაობად" არის ქცეული შესაბამისი რეიტინგით. ისვრიან პარტიები ამ ფრაზებს ხან "კარტოფილა" გრიგოლ გეგელიას პირით, ხან მძინარა საბა ბუაძე ახმოვანებს ამას, ხან მინუსიანი რეიტინგის მქონე ბოკერია გამოდის, ხან კი მათი კარის ჟურნალისტები. დასავლეთს მკაცრი განცხადებები აქვს დღეს "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების გამო. მაგრამ, ოპოზიცია ამერიკის ელჩ კელი დეგნანს მაინც აკრიტიკებს. აქაც ვერ გავიგე, თან დასავლეთისაკენ იყურებოდე და თან ელჩს ლანძღავდე? არადა, ვერ მიხვდნენ ამდენი ხანია, რომ არჩევანს აკეთებს არა დასავლეთი ან რუსეთი, არამედ ქართველი ერი! მეგობრებო, საჭიროა რეალობის შეგრძნება და იმის კარგად განსაზღვრა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, რა უნდა ელექტორატს!’’ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook -ზე.