გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: "ნაცებში" დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის

29-07-2021

„ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება პარლამენტის მანდატის მარტოსულად დატოვებაზე, რომელიც ზოგიერთმა მისიანმა უკვე შეაფასა როგორც "ნახევარქათამა," სინამდვილეში აჩვენებს რომ მისი გავლენები გუნდში და პარტიაში სუსტდება“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, როდესაც პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე ტოვებს მანდატს, წესით მას ფრაქციაც უნდა მიყოლოდა. „სინამდვილეში კი სურათი უფრო მძიმეა.

"ნაცებში" დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა (როგორც ინსაიდერები ამბობენ) შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ანტი-მიშელისტებს კი ნიკანორ მელია, მეთაურობს. ისიც გასაგებია რატომაც არ სურს ხელმოწერა, რადგანაც ამნისტიის შედეგად, ისტორიაში კრიმინალად შედის. ნიკანორის ეს ვითომ "განწირული" ნაბიჯი "ვერ დამიჭერთ" და "არ გადავიხდი"-ს ნაცნობი სერიალიდან არის და ამით უნდა აპრიორი წაგებული არჩევნების წინ რაღაც მაინც მოხიკოს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ში.