გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის კულტურის ცენტრში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი - "ჯილდო?!" წარმოადგინა

29-07-2021

ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, რობერტ სტურუას სპექტაკლი - "ჯილდო?!" წარმოადგინა.

სპექტაკლში ცნობილი მსახიობები ტრისტან სალარიძე, ლელა ალიბეგაშვილი, , ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ნიკა ქაცარიძე და ნატალია ყულოშვილი მონაწილეობენ.

საპრემიერო ჩვენებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

რუსთაველის თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, covid პანდემიიდან გამომდინარე, სპექტაკლი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.