გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის სოფელ ნაკიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

29-07-2021

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ნაკიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაკიეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს „იერი“ ახორციელებდა.

მერიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას, ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.