გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

"კავკასუს ონლაინის" სპეციალური მმართველი შეიცვალა

29-07-2021

დღეიდან „კავკასუს ონლაინს" ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველის პოზიციაზე თამთა ტეფნაძე დაინიშნა, რომელმაც თამარ ბოკუჩავა შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ ბოკუჩავას პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელმაც სპეციალური მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინის" ახალი სპეციალური მმართველი საერთაშორისო სამართლის იურისტია და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ხუთ წლიანი გამოცდილება აქვს. თამთა ტეფნაძე 2014 წლიდან 2019 წლამდე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოზიციას იკავებდა. მისი 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მოიცავს. ტეფნაძე იყო დირექტორის სამართლებრივი ასისტენტი, იურიდიულ ბიუროში "არიესი" და კომპანია "ონეი ინთერნეიშენალ ექსპორტში", იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა კომპანია "უჩგენ ჯორჯიაში", იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" სამართლებრივი მრჩეველი, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია ეკავა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ასევე ის ხელმძღვანელობდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, იყო კომპანია "ელექსირი საქართველოს" აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორი. წლების განმავლობაში, თამთა ტეფნაძეს ტელეკომუნიკაციების მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს.