გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ონის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

29-07-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე,მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს მრავალსართულიანი ბინების პრობლემებსა და საჭიროებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო სივრცის მოწყობაზე.

დავით ჩიკვაიძემ ადგილობრივებს გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ირმა ჩიხრაძე.