გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა

29-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, თუმცა ხაზი გაესვა, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ტრადიციულად, ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობებია. მათ შორის ისეთი ურთიერთობები ეკონომიკაში, რომელიც ორივე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ორივე ქვეყნის ბაზარს მეტ მიმზიდველობას მატებს იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ჩვენ ვართ შედარებით მცირე ბაზრები, მაგრამ ერთობლიობაში რეგიონალურ ჭრილში ვხდებით გაცილებით უფრო მიმზიდველები. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი რიგი საინტერესო ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, სარკინიგზო, ენერგეტიკული პროექტები და ბუნებრივია, შევეხეთ სამომავლო თანამშრომლობას და შემდგომში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.40 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ამავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 101.1- მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.