გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო; მზად ვარ მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო

1-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.

"გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.