გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თეა წულუკიანი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია და მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ

3-08-2021

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მან ყველას მოუწოდა პირბადის ტარებისკენ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სხდომაზე საუბარი შეეხო, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, რათა ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური.


„მე მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.