საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით.