გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ბრძანებულებაში ხელმოწერით გვიმტკიცებს ნაც-ბელადი, რომ რუსები 8 აგვისტოს შემოსულან, მავნებლები ხართ, აბა რა ჯანდაბა!

7-08-2021

„თქვენ არ იყავით, შუა ომში რომ იძახოდით, რუსეთი არ გვეომებაო? თქვენ არ იყავით, დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე მტერს რომ შეატოვეთ? თქვენ არ იყავით სამხედროების ცხედრები უპატრონო რომ მიატოვეთ, და სასწრაფოდ საკუთარი სკამებისა და სავარძლების დასაცავად რუსთაველზე რომ „გამაგრდით“? ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო ,ვინ თქვა ნეტავ? ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „საქართველომ ცხინვალი დაბომბაო“ ესეც ხომ თქვენი ხელმოწერითაა გამაგრებული?!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, სააკაშვილის ბრძანებულებაში შავით თეთრზე წერია და ხელმოწერით გვიმტკიცებს ნაც-ბელადი, რომ რუსები 8 აგვისტოს შემოსულან.


„დალაგდნენ მავნებელთა სექტის წარმომადგენლები და მუხათგვერდის სასაფლოზე აბრძანდნენ: ხმადაწეულზე, რომ გეყურებინა ტელე-ეთერისთვის იფქრებდი აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგესო, მაგრამ თუ ხმასაც აუწევდი უკვე მიხვდებოდი, თურმე რატომ მისულან-„მთავარი პოლიტიკური მესიჯი“ ჰქონიათ გასაჟღერებელი-ომი 7 აგვისტოს დაიწყოო, თანაც რუსეთმაო, თან ადრე თუ ჯარი გვიცავდა, ახლა ჩვენ უნდა დავიცვათ ჯარიც და საქართველოც ოქტომბერშიო... რაო, რაო? თქვენ არ იყავით, შუა ომში რომ იძახოდით, რუსეთი არ გვეომებაო? თქვენ არ იყავით, დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე მტერს რომ შეატოვეთ? თქვენ არ იყავით სამხედროების ცხედრები უპატრონო რომ მიატოვეთ, და სასწრაფოდ საკუთარი სკამებისა და სავარძლების დასაცავად რუსთაველზე რომ „გამაგრდით“? ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო ,ვინ თქვა ნეტავ? ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „საქართველომ ცხინვალი დაბომბაო“ ესეც ხომ თქვენი ხელმოწერითაა გამაგრებული?! და ბოლოს თუ დოკუმენტები და თარიღები, მაინც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, ესეც ომის დროს მიწაზე მფორთხავი მაშინდელი პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის, სამშობლოს მოქალაქეობაზე უარისმყოფელის, საქართველოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, სადაც შავით თეთრზე წერია და ხელმოწერით გვიმტკიცებს თვით ნაც-ბელადი, რომ რუსები 8 აგვისტოს შემოსულან...მავნებლები ხართ, აბა რა ჯანდაბა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.