გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: Fitch"-ის რეიტინგის მიხედვით ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა

9-08-2021

6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტორეიტინგი „BB" დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გაუმჯობესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისსხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

„რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დამაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია.

ამას გარდა Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციორეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური.
„Fitch"-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი", - განაცხადა ირაკლიღარიბაშვილმა.