გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დაჯარიმების მიუხედავად, რესტორნის მფლობელს მდინარე ალგეთი ისევ ჩახერგილი აქვს

12-04-2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში, მდინარე ალგეთთან მდებარე რესტორნის მფლობელს, დაჯარიმების მიუხედავად, მდინარე ისევ თვითნებურად აქვს ჩახერგილი. თებერვალში რესტორნის მფლობელი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა და რკინის ბადეების დემონტაჟი დაავალა.

რესტორნის მფლობელის მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განმეორებითი ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48 მუხლით (წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება) 6 აპრილს შეადგინეს. უწყების ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა დეპარტამენტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მდინარეში ჩადგმული რკინის ბადეების დემონტაჟს 10 დღის ვადაში მოახდენს.

„რესტორნის მფლობელის მიმართ, პირველად 2017 წლის 20 ნოემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, წყლის ობიექტის თვითნებური დაკავებისა და გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევის გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევს 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რესტორნის მფლობელი ვალდებული იყო მოეხდინა ასევე მდინარეში ჩადგმული რკინის ბადეების დემონტაჟი, თუმცა, რადგან მან კონსტრუქციის დემონტაჟი არ განახორციელა, მის მიმართ განმეორებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი“, - განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლები ობიექტს 10 დღის შემდეგ კვლავ გადაამოწმებენ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

reginfo.ge